გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:30დან 17:00საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში ყულიშკარი, ჯიხაშკარი, კოლხიდა, გრიგოლიში.10:30დან 12:00საათამდე სოფლებს ოდიში, ყულიშკარს, ქ.ზუგდიდში წერეთლის IV შესახვევს, ჩიტაძის II შესახვევს, აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩებს.

15:00დან 18:30საათამდე ქ.ზუგდიდში რუსთაველის, სერგიას, ტოლსტოის, 9 მაისის, მესხის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ინგირის ნაწილს. 15:00დან 18:30საათამდე ბუკიას, თამარ მეფის, ზ.გამსახურდიას, მ.ჯავახიშვილის, თეთრი გიორგის, მაია წყნეთელის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩხოროწყუ. 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ლეწურწუმე, სარაქონი, კირცხი, ეგიარზენი.

ფოთი. 11:00დან 14:00საათამდე ქ.ფოთში არსენას, სულხან-საბა ორბელიანის და სარსანიას ქუჩების ნაწილს. რკინიგზის ბინებს.

მარტვილი. 11:15დან 18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ინჩხური, გაჭედილი, სალხინო, დ/ჭყონი.

აბაშა. 12:00დან 16:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ქ.აბაშაში თავისუფლების, ფრანგიშვილის, ცომაიას, რუსთაველის ქუჩებს, სოფლებს კოლხიდმშენს, ნაესაკოვოს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი