7 ივნისს, სამეგრელოს რეგიონში, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ:
ზუგდიდი. 06:00-10:00 საათამდე 1380 აბონენტს ქ.ზუგდიდში ქუჯის, ლევან II დადიანის, რუსთაველის, კოსტავას, კედიას, პუშკინის და მიმდებარე ქუჩებზე. 10:00-18:30 საათამდე 704 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 756 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, გაჭედილი, ბალდა, დ/ჭყონი და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 11:00-16:00 საათამდე 315 აბონენტს პუშკინის, დანელიას, ბერდიანსკის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 1826 აბონენტს სოფლებში მიქავა, ჯვარი, ჯვარზენის დასახლება, ნაკიფუ, ჯგალი. ქ.წალენჯიხაში მიქავას, ლევან II დადიანის ქუჩებზე.
ჩხოროწყუ.11:05-18:00 საათამდე მონაკვეთში 1727 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, სარაქონი, კირცხი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 12:00-17:00 საათამდე 389 აბონენტს სოფლებში ნორიო, სუჯუნა, კაპანა, ქ.აბაშაში რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩებზე.
სენაკი. 12:30-18:30 საათამდე 901 აბონენტს სოფლებში ზანა, ხორში , ლეძაძამე, მენჯი და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.