1 ივნისს, სამეგრელოში, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი. 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1534 აბონენტს სოფლებში კახათი, ყულიშკარი, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებში,
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე 156 აბონენტს წალენჯიხაში გაგრინის, ლევან II დადიანის, ზუგდიდის, სარიას, 26 მაისის ქუჩებზე, სოფლებში ნაკიფუ, ჯვარი, ზედა სასარიო.
მარტვილი. 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში 1828 აბონენტს სოფლებში ტალერი, კურზუ, ნამიკოლაო, გაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი. 11:00-18:30 საათამდე 437 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, ზანა.
ფოთი. 11:10-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 671 აბონენტს მალთაყვის დასახლება, გურიის, კოსტავას, 9 აპრილის ხეივანი, გეგიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა. 11:00-16:00 საათამდე 521 აბონენტს სოფლებში სეფიეთი, ონტოფო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.