ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდში – ელექტრო ქსელში სისტემური სამუშაოების გამო 13:00დან 18:00საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდის ნაწილში, კერძოდ ბუკიას, თამარ მეფის, რუსთაველის, გამსახურდიას, ტოლსტოის, ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილში – 11:00დან 17:00საათამდე აბონენტებს სოფლებში გაჭედილი, ბალდა, ინჩხური და მიმდებარე სოფლებში.
ხობში – 11:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ხიბულა, ძველი და ახალი ხიბულა, საჯიჯაო, ზუბი.
ფოთში – 11:00დან 18:00საათამდე ქ.ფოთში აბონენტების ნაწილს კერძოდ, ლარნაკას, კრატასიუკის, აღმაშენებლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.