გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

 ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 22 ნოემბერს  შეეზღუდება: 

ზუგდიდი – 10:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს დარჩელი, დიდინეძი, ახალკახათი, ოქტომბერი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში აბონენტებს აღმაშენებლის ქუჩაზე.


მარტვილი – 10:00დან 18:30საათამდე სოფლებს მუხურჩა, ვედიდკარი, ბანძა, სალხინო, დიდიჭყონი.


ხობი – 11:00დან 14:00საათამდე სოფელ ჭალადიდს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადების საფუძველზე 02:00დან 05:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობთ ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეეზღუდებათ აბონენტებს ზუგდიდში, ჩხოროწყუში და წალენჯიხში. ასევე, ხობში – სოფლებს საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ხამიკური, ხეთა და მიმდებარე სოფლებს. სენაკში – სოფლებს ლეძაძამე, ფოცხო, უშაფათი, ზანა და მიმდებარე სოფლებს.

მესტიაში – სოფლებს ლახამი, ნაკრა, ეცერი, ჭუბერი, ხუდონი, ხაიში და მიმდებარე სოფლებს, ქ.მესტიაში ჯონდო ხაფთანის ქუჩას.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი