გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

 ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 13 აგვისტოს    შეეზღუდება:

ზუგდიდი – 06:00დან 10:00საათამდე ზუგდიდში  ქუჯის, რუსთაველის, ჭავჭვაძის,ცოტნე დადიანის, ოდიშის და მიმდებარე ქუჩებს. 10:00დან 11:00საათამდე  და 17:00დან 18:30საათამდე სოფლებს ანაკლია, განმუხური, დარჩელი, კიროვი. 10:00დან 18:30საათამდე აბონენტს სოფელ განმუხურში. 11:00დან 16:00საათამდე სოფლებს ნარაზენი, კოლხიდა, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებს, ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩას.

მარტვილი –  10:00დან 18:00საათამდე სოფლებს ხუნწი,  კიწია,  ნოღა, თამაკონი, ჭყონი და მიმდებარე სოფლებს, მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, თავისუფლების, ჩიქვანაიას ქუჩებს.

ფოთი – 11:00დან 14:00საათამდე  აღმაშენებლის, თამარ მეფის, პაჭაძის, მიქაბარიძის, ვაჩნაძის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 18:30საათამდე თავდადებულის, დუმბაძის, პეტრე იბერის, პაიჭაძის და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშა – 12:30დან 15:00საათამდე აბონენტებს სოფელ ტყვირში.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი