“Gem Fest”-ის ტერიტორიიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშ წუხელ გვიან ღამით გადაყვანილი 6 პაციენტიდან 5 გაწერეს, ერთი კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
როგორც “Newsportal.ge”-ს საავადმყოფოს ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღესვე გაწერეს კიდევ ერთი პაციენტი, 29 წლის მამაკაცი, რომელიც გუშინ გამთენიისას რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოსპიტალში განმუხურიდან 10-ზე მეტი პაციენტი გადაიყვანეს, რომელთაც დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზი დაუსვეს. მათგან ერთ-ერთის, 22 წლის გოგოს გადარჩენა ვერ მოხერხდა.