“Gem fest”-ზე კარვების ფასი 100-დან 300 ლარამდე მერყეობს

“Gem fest”-ის დამსვენებელს, როგორც შარშან ასევე წელს “კარვების ქალაქით” სარგებლობა შეეძლება. კარვების ქირაობა დამსვენებლებს 100-დან 300 ლარამდე დაუჯდება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, საფესტივალო ტერიტორიაზე მდებარე “კარვების ქალაქი” აღჭურვილი იქნება საშხაპეებით, საპირფარეშოებით, შემნახველი საკნებით, ტელეფონის დასატენი წერტილებით, დაცვით და უსაფრთხოების ვიდეოკამერებით.

5 ღამის განმავლობაში, ერთადგილიანი კარვის დაქირავება 100 ლარი დაგიჯდებათ, ორადგილიანის – 150 ლარი, სამადგილიანის 200 ლარი და ოთხადგილიანის – 275 ლარი.

ფესტივალის ორგანიზატორები, მათ ვინც საკუთარი კარავით მოვა, მის დასადგმელად ტერიტორიას და სერვისებს უფასოდ სთავაზობენ. “GEM CITY” ში კარვის ადგილის დასაჯავშნად საჭიროა დარეგესრირდეთ წინასწარ. გადაუღეთ ფოტო თქვენს კარავს, მიუთითეთ ზომები, თქვენი და თქვენი მეგობრების (ვინც იცხოვრებს კარავში) სახელი გვარი და ტელეფონი, ატვირთეთ ფესტივალის საიტზე.

“Gem fest” ანაკლიაში 10-14 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილეობას ელექტრონული მუსიკის ცნობილი არტისტები მიიღებენ. ამჟამად Gem fest-ის ბილეთების ფასი 150-დან 1000 ლარამდე მერყეობს (VIP Pass – 1000 ლარი, Multi Pass – 250 ლარი, Weekend Pass – 150 ლარი)

კომენტარები

დატოვე კომენტარი