გენერალურმა ინსპექციამ პოლციელი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰ.მ. დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

7 ოქტომბერს ჰ.მ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ჰ. მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი