გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცობით, ქვეყანამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა.
„დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა“, – ნათქვამია განცხადებაში.