პირველი ივნისიდან, გერმანიაში შესვლის მსურველებისთვის, აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა სავალდებულო აღარ არის.
„გაუქმდა ინფექციისგან დაცვისთვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც ვირუსმა მუტაცია განიცადა. ამ შემთხვევაში, შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით (ვაქცინების ჩამონათვალი). საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შედის.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.