გერმანიის პოლიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს ავრცელებს

ბერლინის პოლიციამ, 48 წლის მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქის მკვლელეობის გამოა დაპატიმრებული.

ბერლინის პროკურატურის მონაცემებით, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს 40 წლის მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ცეცხლსასროლი იარაღით გასულ კვირას რაიონ მოაბიტში მდებარე პარკ „ პატარა ტირგარტენში“ მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელი მსხვერპლს ველოსიპედით მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. მსხვერპლი ადგილზე დაიღუპა. პოლიცია ცდილობს თავდასხმის მოტივის განსაზღვრას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი