პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, არ გამორიცხავს, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს.
„სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ერთიანდება ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს და წარმოადგინოს თავის მესამე პოლუსზე მოსვლის მტკიცებულება, რაც არსებობს, რადგან მათი შექმნის დღიდან „ნაცმოძრაობასთან“ გარიგებაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მესამე დღეა, მიმდინარეობს.