გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს

19 მაისს ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს.

დილიდან დადიანების სასახლის ეზოში, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოქალაქეებტან ერთად ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრნენ.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ქართული მხარე ხვალ გალის შეხვედრაზე დაყენებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი