საქართველო-აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ზურაბ ოთხოზორია ბოლო პერიოდი ჯანმრთელობას უჩიოდა და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2016 წლის 19 მაისს, მოკლეს.