ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართავს.
უგულავა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის პლაკატების გადაკვრის დამადასტურებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
„კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ ქოცებს ვერ უბედავთ?!, იქნებ „შეკრულები“ ხართ? პ.ს. პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო. ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ. ხოდა სახეს გაუფრთხილდით“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.