56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ისრაელის კლინიკაში გადიოდა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, ფილარმონიის წინ ქართველი მომღერლის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიამდე, 20:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი მომღერლის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.