გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ – არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ

არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ, დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე.

„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება. ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი