საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი დაინიშნებიან.
“საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით და კურატორი ეკონომიკური მიმართულებით, ეს გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი.
საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი დავით ზალკალიანი,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.