გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა“

გიორგი კვირიკაშვილი – დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა.

კვირიკაშვილი შეხვედრის მონაწილეებს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო გეგმები გააცნო.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმები მიმართულია კიდევ უფრო მიმზიდველი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბებისკენ, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკის ყველა დარგში სამეწარმეო აქტივობის ზრდისა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის დივერსიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და დღეს საქართველოში ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონულ როლს და მის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას. მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი მდებარეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მას დამატებითი სარგებელი ნახოს და თავისი როლი გაზარდოს სატარანზიტო დერეფნის კუთხით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი