გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი პარტიის ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარად  მერაბ ქვარაიას კანდიდატურა დასახელდა , რომელიც ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარად კი რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა წარდგენილი.

აბაშა-მარტვილის საარჩევნო ოლქში მმართველი გუნდის ქვოტით სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იბრძოლებს, წალენჯიხა-ჩხოროწყუს ოლქში კი წალენჯიხის გამგებელი გოგ გულორდავა.

ხობში მაჟორიტარობისთვის გოდერძი ბუკია იბრძოლებს, რომელიც წინა საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარი “ნაციონალური მოძრაობის” ქვოტით გახდა, მოგვიანებით კი პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატობის შესახებ განაცხადა.

ქალაქ ფოთში “ქართული ოცნების” ქვოტით კენჭის იყრის ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია, რომელიც თავის დროზე ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან” იყო დაკავშირებული და პარტიის ერთ-ერთი შემომწირველიც გახლდათ. ხახუბია თენგიზ სარიშვილის მძახალია, რომელიც 2012 წელს ეკა ბესელიას “ნაციონალური მოძრაობიდან” უწევდა კონკურენციას. სენაკში კი მჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ბერაია დასახელდა.

რაც შეეხება სვანეთს, უკვე ცნობილია, რომ მოქმედი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის კანიდატურაა დასახელებული, რომელსაც პრემიერი ოფიციალურად სვანეთში ვიზიტისას წარადგენს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი