გიორგი სიგუა – gem fest ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა

gem fest ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარდება ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა – ასე გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით, ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას კომენტარს, რომლის განცხადებით, მთავრობამ ფესტივალი არ უნდა დააფინანსოს.

„ადრეც ვთქვი და ვიმეორებ , სახელმწიფოს გადასაწყყვეტია დაეხმარება თუ არა პროექტს სამომავლოდ , ჯემ ფესტი შეიქმნა კერძო ინვესტიციით 2015 წელს და არავითარი სახელმწიფო თანადაფინანსება არ ყოფილა. მხოლოდ მას შემდეგ , რაც გაჩნდა checkingeorgia 2016 წელს , ისევე როგორც სხვა პროექტებმა ჩვენც მივიღეთ სახელმწიფოს დახმარება. შესაბამისად თუ ეს დახმარება არ იქნება სამომავლოდ , მოგვიწევს მასშტაბების შემცირება , მოძიებული რესურსებით შედარებით მცირე პროექტის დაგეგმვა (მაგალითად 3 ან 4 დღიანი) და ისე ჩატარება. ჩვენ , როგორც ფესტივალის ორგანიზატორებს სინამდვილეში ეს ბევრად გაგვიმარტივებს საქმეს და ავცდებით იმ უამრავ ხათაბალას რასაც ანაკლიაში 32 დღიანი ნონ სტოპ ფესტივალის გაკეთება ჰქვია. ასე რომ GEM FEST ნებისმიერ შემთხვევაში დაიგეგმება და გაკეთდება, ექნება მას საბიუჯეტო თანადაფინანსება თუ არა“. – წერს სოციალური ქსელით  გიორგი სიგუა.

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურანლისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  საქართველოს მთავრობამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი, რომელიც განმუხურში ტარდება არ უნდა დააფინანსოს.

“როგორც წელს, GEM Fest-ის დაფინანსებაზე ალბათ იქნება მსჯელობა, მაგრამ ჩემი პოზიცია იქნება, პირველი, არ დავაფინანსოთ ეს ღონისძიება. მეორე, ეს იყო მენეჯმენტის ხარვეზები, როდესაც ჩვენ დავდექით იმ მდგომარეობაში, როცა მოგვიწია დამატებითი ხარჯების გაწევა”, – აღნიშნა გახარიამ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი