ბიძინა ივანიშვილის სახლთან “გირჩის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ თან აქვთ ხატები, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან სკუტერებით მივიდნენ, მოგვიანებით კი, რუსთაველზე აპირებენ გადანაცვლებას.
“გირჩის” წევრების მოთხოვნა უცვლელია-პროპორციული არჩევნების სისტემა და ბიძინა ივანიშვილის გადადგომა.