კლინიკა „ვივამედში“ 4 მაისს, საღამოს საათებში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან.
გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3,5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა.
ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
პენინტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ განხორციელებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პატიმართან ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.