გოჩა დგებუაძე – ყველანაირ სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, რათა მოსახლეობისთვის მიუღებელი ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს

კომპანია “გაზკო +”-ის მიერ სენაკში ბუნებრივი აირი  ტარიფის გაძვირების ფაქტს რაიონის გამგებელი ეხმაურება.

გოჩა დგებუაძის განცხადებით, კომპანია ბაზარზე წინა ხელისუფლების დროს შემივიდა და მასთან იმდენად კაბალური ხელშეკრულება გააფორმა ცენტრალურმა მთავრობამ, რომ საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევს.

“ტარიფი 1 მარტიდან გაძვირდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გაიგო მოსახლეობამ საგადასახადო დავალიანების შესახებ სმს-ით. ჩევნთან კომპანიას არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია და ასე თვითნებურად მოხდა ყველაფერი. ჩვენს მაჟორიტართან ერთან ჩართულები ვართ ამ საქმეში და ყველა სამართლებრივ მეთოდს მივმართავთ, რათა მოსახლეობისთვის მიუღებელი ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს”, – განაცხადა გოჩა დგებუაძემ.

შეგახსენებთ, რომ სენაკში, “გაზკო +”-მა ბუნებრივი აირი 48-68 თეთრამდე ანუ 42% გააძვირა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი