პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან ერთად, შპს „აისბერგში“ იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნო და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
„სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა უზრუნველყო და საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, რეგიონის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც თავისთავად, ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციებისას, მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა.
„მმართველ გუნდს აქვს მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმა. ეს განვითარება მოხდება ისე, რომ მასში ადგილობრივები იქნებიან ჩართული, რადგან მოსახლეობამ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მათ ქალაქს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ ფოთი ინფრასტრუქტურულად გამართულ და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად ვაქციოთ“, – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
შპს „აისბერგის“ პერსონალი ადგილობრივი კადრებითაა დაკომპლქტებული.