გოჩა კურდღელია იმერეთისა და 8 მარტის ქუჩების ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი, გოჩა კურდღელია, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

მერობის კანდიდატი ცენტრის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან – ოლეგ ნაჭყებიასთან და დავით კვიციანთან ერთად, იმერეთისა და 8 მარტის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ 4-წლიანი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

“ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად, ფოთის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სწორედ ამ უბანში, რაგბის სტადიონის მიმდებარედ, აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი. აღნიშნული პროექტი განავითარებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას”, – განაცხადა კურდღელიამ შეხვედრაზე.

ფოთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრიორიტეტები სწორედ მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი