გომელაურმა პოსტი დატოვა მას გელაძე ჩაანაცვლებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადებაში ისაუბრა.

მინისტრის პოსტზე მას გელა გელაძე შეცვლის. გელაძე მინისტრის პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

გელა გელაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა.მანამდე კი, გელაძე ჯერ განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი