ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა საპატრულო პოლიციამ გაათავისუფლა. მიქავამ რამდენიმე წუთის წინ საექცპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სენობა უკომენტაროდ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ მიქავა 1 დღეში ორჯერ დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით საექცპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაიყვანეს, თუმცა მას 24 საათის განმავლობაში ბიოლოგიური მასალა არ ჩაუბარებია.
საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც მცირე რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს გასაღების მიზნის გარეშე.