გუბერნატორი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს

დღეს მეხანძრე-მაშველების პროფესიული დღეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„დღეს მეხანძრე-მაშველების პროფესიული დღეა. გილოცავთ თითოეულ თქვენგანს.  თქვენ ყოველდღიურად ძალიან დიდი, ფასდაუდებელი შრომა გაქვთ. მაშინ როცა, ჩვენ მოქალაქეებს ყველაზე მეტდ გვიჭირს, პირველრიგში თქვენ გვახსენდებით, თქვენ კი ხშირ შემთხევავში სიცოცხლის  ფასად გიწევთ დახმარების გაწევა.

თქვენს მიერ ჩადენილი ძალიან ბევრი გმირობა მინახავს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სხვის გადასარჩენად საკურთარ სიცოცხლეს წირავთ. მადლობა ამისთვის და მადლობა, რომ ემსაურებით ჩვენს ქვეყანას!

ამ დღეს გილოცავთ, თიოეულ თქვენგანს მოქმედ და ყოფილ მეხანძრე-მაშველებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი