„თვითმმართველი ქალაქების გაუქმების საკითხზე საუბარი და მსჯელობა ნაადრევია, რადგან ეს თემა ჯერ შესწავლის პროცესშია“, – ამის შესახებ, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ პირველი პრეზიდენტის ბიუსტის გვირგვინით შემკობის ცერემონიალზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მხარის რწმუნებულის შეფასებით, გადაწყვეტილება აუცილებლად ადგილობრივების სასარგებლოდ იქნება მიღებული.
„ეს თემა ჯერ შესწავლის პროცესშია, შესაბამისად ამ თემაზე საუბარი და მსჯელობა ნაადრევია. ორაზროვნად, რომ ვისაუბროთ არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და პანიკის საფუძველიც არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ერთი რამ გითხრათ. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ქალაქის და მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან შონიამ.