სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთა ერთად, “USAID”-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელ ბრაიან კინგს შეხვდა, მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, “USAID”-ის პროექტ „ზრდა“-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორანიზებით წელს პირველი ბიზნესფესტივალი “ანაკლიობა” გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეეებმა ისაუბრეს, რომ ბიზნესფესტივალი მომავალ წელსაც გაიმართება და ის ბევრად მასშტაბური იქნება.
,,ანაკლიობამ ტრადიციული სახე უნდა მიიღოს, პირველი ბიზეს ფესტივალი იყო წარმატებული. მომავალ წელს “ანაკლიობა” ბევრად მასშტაბური და ხანგრძლივი იქნება. სამომავლოდ მეტი პავილიონი განთავსდება, გაიზრდება საბავშვო ზონა და იქნება მეტი გასართობი კომპონენტი. წლევანდელი ფესტივალის ორგანიზებისა და ჩართულობისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ” – განაცხადა გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია და “USAID”-ის პროექტი „ზრდა“ ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ.