სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ლაშა გვასალია თანამდებობას ტოვებს.
როგორც გვასალიამ “Newsportal.ge”-ს განუცხადა, მისი ინფორმაციით, მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია.
“მტავზობენ ერთ-ერთი სამსახურის მოადგილეობას, რაზეც არ დავთანხმდები. თუ სხვა შემოთავაზება არ იქენბა, გუბერნიიდან წავალ. ვიცი, რომ ჩემი შემცვლელი უკვე შერჩეულია, თუმცა მისი ვინაობა არ ვიცი”, – აღნიშნავს გვასალია.
გვასალიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურში, სადაც სხვა კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას დანიშნვის შემდეგ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ასევე პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ და მისმა გუნდმა. მოგვიანებით კი, დანიშნვიდან ორ დღეში, პირადი პრობლემების მოტივით, ასევე დატოვა თანამდებობა პრესსამსახურის ახალმა უფროსმა ლევან სულაშვილმა.