სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, წილისმწამებლური განცხადებების გავრცელებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ანა წითლიძეს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,საქმე ეხება სხვადასხვა მედიასაშუალებებში ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავს მიერ გუბერნატორის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
აღნიშნული ატარებს პერმანენტულ ხასიათს და მიმართულია გუბერნატორის საქმიანი იმიჯის შესალახად. მურთაზ ზოდელავა და ანა წითლიძე ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და აწარმოებენ ცილისმწამებლურ კამპანიას. მათ მიერ გავრცელებული ცნობები რეალობას არ შეესაბამება და არ მყარდება ფაქტებით.”
ლევან შონია, სასამართლში შეტანილ განცხადებაში მურთაზ ზოდელავასგან და ანა წითლიძისგან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების ურაყოფას ითხოვს.
გუბერნატორის ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მასალებში, მოცემულია ანა წითლიძის და მურთაზ ზოდელავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთბული კომენტარები, ბრიფინგები და ინტერვიუები.