დღეს, სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
დღვანდელ სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.
აბაშის, სენაკის, ხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და მარტვილის მუნიციპალიტეტებმა, სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრის პროექტები წარმოადგილეს, რასაც საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.