გუდაურში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია – შსს

გუდაურში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის ადგილზე, სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.

შეგახსენებთ, ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმრფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. კიდევ ერთი დაღუპული უცხოელი ტურისტია, რომლის პარაპლანიც ჩამოვარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი