საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედიდან” ჩართვის დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ საჭიროა აქციები და ერთიანობა.
“ის, ვინც თავს არიდებს ასევე ხშირად ჩემი სახელის ხსენებას, ის ასევე დემოტივაციას უკეთებს აბსოლუტურ უმრავლესობას ჩემი მომხრეების, თუმცა მე მათ მოვუწოდებ ყოველთვის, რომ იყვნენ აქციების ნაწილი, ამ აქციებზე იარონ, ჩვვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა, ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ერთიანობა მინუს ვიღაცა – არ გამოდის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით, თქვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არის მძიმე ბრძოლა”, – აცხადებს სააკაშვილი.