იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. პოლიციამ 4 პირი დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ი.ბ. ახალქალაქში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღო.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ, ჩოხატაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა”, – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი