უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ტელეკომპანიის, „უკრაინა 24“-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა კაპიტულაციის შესახებ განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ იარაღის დაყრა მას შეუძლია მხოლოდ რუს სამხედროებს შესთავაზოს.
„ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ტელეარხ „უკრაინა 24“-ის განცხადებით, დღეს მტრის ძალების ჰაკერებმა გატეხეს ტელეკომპანიის ეთერის მორბენალი სტრიქონი და ვებგვერდი, სადაც კაპიტულაციის შესახებ ზელენსკის ყალბი განცხადება განათავსეს.