იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა.
წელს არის უპრეცედენტო გამონაკლისი, როცა ათასობით ადამიანის ნაცვლად ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. კორონავირუსით გამოწვეული რისკების გამო ცერემონიას მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მხოლოდ 15 წარმომადგენელი დაესწრო.
ცეცხლს გვიან ღამით, საქართველოში სპეცრეისით ჩამოიტანენ. იერუსალიმიდან ცეცხლს თბილისში 11:15 ჩამოიტანენ.