ქართველი მოხალისეებისთვის გამოგზავნილ უკრაინულ ჩარტერულ თვითმფრინავს, თბილისში დაფრენის საშუალება არ მისცეს.
თვითმფრინავით, დაახლოებით 80 ადამიანი უნდა ჩასულიყო უკრაინაში, სადაც რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს.
აღნიშნულ ფაქტს უკრაინის პრემიერის ეხმაურება. მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინსიტრი დენის შმიგალი წერს.
“უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!”, – აღნიშნავს შმიგალი.
ის საქართველოს საკითხზე კიდევ ერთ “ტვიტს” აქვეყნებს და ქართველ ხალხს მიმართავს.
“თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!”, – აღნიშნავს შმიგალი ქართულ ენაზე დაწერილ “ტვიტში”.