“იმედის” ოპერატორი და 2 მფრინავი დაიღუპა

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ბურთი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობდა.

ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი