იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე დასწრებაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს უარი უთხრეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმას, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ავრველებს:

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს, როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში დღეს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდნეტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში უკვე მივიდა.

დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი