ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორ ჩინელ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ჩინელ მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, ცერცვაძის განმარტებით ის “ბ” ტიპის გრიპზე მკურნალობს.

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 13 ადამიანიდან, ვინც ინფექციურში კორონავირუსის საეჭვო შემთხვევად შეიყვანეს, არცერთს აღნიშნული ინფექცია არ დაუდასტურდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი