ინგირში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი. ისინი ზუგდიდი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეჯახების სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი