ზუგდიდში, ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
1964 წელს დაბადებული პირი, ომის ვეტერანია და ის უწყებაში 2004 წლიდან მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავეს.