„ინოვაციების დღეები“ ზუგდიდში

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო USAID-ის პროექტ ZRDA- ს ფარგლებში რეგიონული ინოვაციების დღეებს ატარებს. პირველი ქალაქი სადაც ინოვაციის დღეები მოეწო ზუგდიდია.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძრვანელობამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, გააცნეს სახელმწიფოს ხედვა ინოვაციების განვითარების კუთხით და წარადგინეს საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები. შეხვედრაზე მართვის აკადემიის წარმომადგენლებმა სამოტივაციო და ინფორმაციული ლექცია ჩაატარებს მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ. სააგენტოს პროგრამის ბიზნეს ინკუბატორის გუნდის წევრებმა საკუთარი სტარტაპის გამოცდილება ადგილობრივ მოსახლეობას გაუზიარეს. შეხვედრაზე სამოტივაციო პრეზენტაციით წარსდგნენ წარმატებული დამწყები ბიზნესმენი, რომლებმაც საკუთარ გამოგონებასა და იდეის რეალიზებაზე ისაუბრებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას ასევე გააცნო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“, რომელიც 17 ივნისიდან მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ამოქმედდა.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგიობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. გუბერნატორმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელს ირაკლი ქაშიბაძეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უკვე გადმოეცა ტექნოპარკს და იქ უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრცე გაიხსნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი