ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში იმავე მიზეზით დაბრუნდა, რა მიზეზითაც ბიძინა ივანიშვილი

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები. რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში. ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავარი მიზანი პარტიის გაერთიანება და გაძლიერებაა.

„ჩემი ერთ-ერთ მთავარი მისია იქნება პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩვენი პარტიის, როგორც დამფუძნებლების ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრები, ჩვენი პირველი თაობის თანაპარტიელების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც მე ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი