ირაკლი ღურწკაია – ჩემთვის მიუღებელია იმ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა, რომელიც ახალაიების, ქარდავების და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს

„ევროპული საქართველო“-ს ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ, პარტია დატოვა.

როგორც ირაკლი ღურწკაიამ ჟურნალისეტბს განუცხადა, მისთვის მიუღებელია, იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას და რეიკარნაციას აპირებს.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“, – განმარტა ღურწკაიამ.

ღურწკაიას პარტიიდან წასვლას “ევროპული საქართველო”-ს წევრები გამოეხმაურნენ. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობამ ზეწოლა განახორციელა ღურწკაიაზე და მან სწორედ ამის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი