“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ CBS NEWS-თან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც ის ქვეყნის პრემიერზე ამბობს, რომ მას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს ქვეყნის კურსთან დაკავშირებით.
“როდესაც სალომე ზურაბიშვილი ასეთი გზავნილებით ელაპარაკება ევროპელ ლიდერებს, რომ პრემიერს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ევროინტეგრაციასთანდაკავშირებით, გაურკვეველია ხელისუფლების საგარეო კურსი და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი აგიტაცია კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილმა თავად შემოგვთავაზა მორიგი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არ იყო მთავრობის მიერ გასაშვები ევროპაში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.